პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალი წარუდგინა, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ისინი მოქალაქეებს შორის ფინანსურ დავაში ჩაერთნენ და საქმე ე.წ. „ქურდული ტრადიციებით“ გადაწყვიტეს.

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცბნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის გადაწყვეტაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს უთანხმოება მოუვიდა ორ „კანონიერ ქურდთან“ და იგი ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას, როგორც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი სხვა „კანონიერ ქურდის“ მეშვეობით, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრსა და კანონიერ ქურდებთან არსებული დავა დროებით დასრულდა.
"ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…