(ვიდეო) ქეთი მოლაშვილი: მნიშვნელოვანი ამბავია, ის, რომ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირები, ნელ-ნელა იაზრებენ "მშვიდობის" საფარქვეშ როგორ ნიღბავს ქართული ოცნება კაზინოების მფარველობას, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბუმს, ქოლცენტრებს...
ქეთი მოლაშვილი: ახლა ტალახის სროლას დაუწყებენ მეუფე იობს, ასეთ დროს, ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა ყველა ადამიანს, ვინც გაბედავს და ხმას ამოიღებს რუსული მმართველობის წინააღმდეგ!
სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ბოლომდე ვუსმინე მეუფე იობის გამოსვლას.
მნიშვნელოვანი ამბავია, ის, რომ საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირები, ნელ-ნელა იაზრებენ "მშვიდობის" საფარქვეშ როგორ ნიღბავს ქართული ოცნება კაზინოების მფარველობას, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბუმს, ქოლცენტრებს, მიწების გაყიდვას და რუსეთთან დაახლოებას.
არ ვიცი აქამდე თუ უსაუბრიათ ასე ხმამაღლა იმასთან დაკავშირებით, რომ განგაშის ზარია შემოსაკვრელი და უნდა ვუშველოთ ქვეყანასო,
მომდევნო არჩევნებზე, უნდა გავუშვათო, მე არ მახსენდება
და მგონია, რომ მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა მეუფე იობს.
ახლა ქართული ოცნება ეცდება ყველაფერი შეუსრულოს საპატრიარქოს,
იცის, რომ თავად არანაირი რეიტინგი არ აქვს და საპატრიარქოს ამიტომ მიეკრა ტკიპასავით, ვისურვებდი სასულიერო პირებს, მეტი გონიერება გამოეჩინათ და ქვეყნის გადარჩენაზე მეტად ეზრუნათ.
მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისტორია და რელიგია, ვიცი რამხელა როლი ეკისრა ყოველთვის რელიგიას ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ისტორიაში,
ვიცი როგორ იბრძოდნენ სასულიერო პირები ქვეყნის გადასარჩენად
და მგონია, რომ მათი როლი უდიდესია ასეთ დროს,
ამიტომ მგონია ახლა არაა იმაზე საუბარი, აქამდე სად იყავით და ა.შ. რუსეთს უნდა მოვერიოთ და ძალა ერთობაში რომაა, უნდა შევძლოთ გაერთიანება.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც ცალკე აგმოვიღე,
მთლიან ქადაგებას, კომენტარში დავდებ..
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…