ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურის ინფორმაციით, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ფაქტებზე 94 პირს ბრალდება წარედგინა. სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს.

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინაფორმულა

პროკურატურის ინფორმაციით, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის" და "ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს", - წერია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.