პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით – ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, რომლებსაც მოქალაქეებისგან ფულის ამოღების მიზნით სიცოცხლის მოსპობით მუქარა ედებათ ბრალად.

ფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით – ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს
ალია

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, იმერეთის რეგიონში 4 პირი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის მოგვარებაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ იღებდნენ ე.წ. „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოიმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
  3. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები