პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუმინეთის ელჩი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუმინეთის ელჩ რაზვან როტუნდუსთან შეხვედრაზე ორმხრივ კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუმინეთის ელჩი მიიღო
რუსთავი 2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რაზვან როტუნდუ მიიღო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, სულიერ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წმინდა ანთიმოზ ივერიელის მრავალმხრივ მოღვაწეობასა და მის ისტორიულ მემკვიდრეობას.

რუმინეთის ელჩის ინფორმაციით, ბუქარესტის მახლობლად რადუ-ვოდას დედათა მონასტერი გეგმავს გახსნას ახალი სავანე, რომლის მფარველ წმინდანად ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ნინო აირჩიეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, რუმინეთის საეკლესიო კალენდარს ღირს მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის (ურგებაძე) ხსენების დღე დაემატა. რუმინეთში ამ დღესასწაულს ოფიციალურად წელს პირველად აღნიშნავენ.

დასასრულს მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუმინეთის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ულოცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები