პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალი წარუდგინა, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 ადამიანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის გადაწყვეტაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. „ქურდული სამყაროს“ წევრს უთანხმოება მოუვიდა ორ „კანონიერ ქურდთან“ და იგი ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას როგორც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე საზღვარგარეთ მყოფი სხვა „კანონიერ ქურდის“ მეშვეობით, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრსა და კანონიერ ქურდებთან არსებული დავა დროებით დასრულდა.

„ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოიმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა
  2. ალიაოპოზიციურიფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით – ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს
  3. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები