პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ „ქურდული გარჩევის“ საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალი წარუდგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ „ქურდული გარჩევის“ საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
ბათუმელები

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

„იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის გადაწყვეტაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს უთანხმოება მოუვიდა ორ „კანონიერ ქურდთან“ და იგი ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას, როგორც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი სხვა „კანონიერი ქურდის“ მეშვეობით, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრსა და კანონიერ ქურდებთან არსებული დავა დროებით დასრულდა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [,,ქურდული სამყაროს“ წევრობა] და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით [„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა] წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – აცხადებს პროკურატურა.

ფოტო არქივიდან.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები