გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანი ითხოვს, რომ დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას ექვემდებარებოდეს
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას აღარ დაექვემდებარება, თუმცა პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა კენჭისყრაზე ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანი ითხოვს, რომ დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას ექვემდებარებოდეს.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, რომლითაც დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას აღარ დაექვემდებარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელს ფინანსური ვალდებულება აქვს, შეძლებს დეკრეტული თანხა საკუთარ შვილს მოახმაროს.
აღსანიშნავია, რომ კანონი მხოლოდ ამ ერთ საკითხს ითვალისწინებდა, თუმცა ვიკა ფილფანმა კენჭისყრის დროს ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…