პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ჩემი ცოლი ტყვეობაში ჰყავთ” – საზმაუს ექს-ჟურნალისტი პოლიციისგან ზეწოლაზე საუბრობს

პოსტივისაქართველოს პროკურატურა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას მისი ცოლი მძევლად ჰყავს აყვანილი და მასზე ჩვენების გამოსაძალად უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს.

“ჩემი ცოლი ტყვეობაში ჰყავთ” – საზმაუს ექს-ჟურნალისტი პოლიციისგან ზეწოლაზე საუბრობს
ნეტგაზეთი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

“ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს; ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა.

ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“.

იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს. დანარჩენზე – მოგვიანებით…”- წერს ჩაჩუა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამა წლის ოქტომბერში დააკავეს.

დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.

ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალები უკანონო შეძენა ან/და შენახვა); 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა).

ნოდარ ჩაჩუასთვის წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნოდარ ჩაჩუა ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. მან ტელევიზია 2024 წლის ნოემბერში დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსვლის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

ნოდარ ჩაჩუა 2018 წლის მაისშიც იყო დაკავებული, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჩაჩუამ განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"საზმაუს" ყოფილი ჟურნალისტი პოლიციას რეკეტში ამხელს და ციხიდან წერილს აქვეყნებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურინოდარ ჩაჩუა - ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა - პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
  3. ფორმულაოპოზიციურისაზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს
  4. ალიაოპოზიციურინოდარ ჩაჩუა – ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა – პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
  5. TV პირველიოპოზიციურისაპროცესო შეთანხმება უფორმდება ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები