საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც მას 6-თვიანი პატიმრობა, 3-წლიანი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა დაეკისრა.

ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს.
"პირველების" ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…