ნოდარ ჩაჩუას ცოლს, ლალო ბერიას საპროცესო გაუფორმდა
„POST TV“-ის ყოფილ ჟურნალისტს, ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რაც 6 თვეს რეალურ სასჯელს, 3-წლიან პირობით მსჯავრსა და 3 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მის მეუღლეს, ნოდარ ჩაჩუას კი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც „POST TV“-ის ყოფილი ჟურნალისტია საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მისი ადვოკატი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა. უფლებადამცველის თქმით, საპროცესოს პირობები მოიცავს 6 თვეს რეალურ სასჯელს, 3-წლიან პირობით მსჯავრსა და 3 000-ლარიან ჯარიმას.
ლალო ბერიას ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ შეძენასა და შენახვას ედავებიან. (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ჩვენ ადვოკატს ვკითხეთ დღეს ნოდარ ჩაჩუას მიერ გავრცელებულ წერილზე, რომელშიც საუბარია ოჯახზე ზეწოლაზე. უფლებადამცველი ამბობს, რომ გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, ხოლო ლალო ბერიას მეუღლის პოზიციებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ნოდარის წერილი როცა გავრცელდა, მე ლალოს პოზიცია არ მეცოდინებოდა, რადგან პროცესი იყო დილით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, დამტკიცდა. შესაბამისად, მე ლალოს პოზიცია არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩემზე კარგად იცით, საპროცესო შეთანხმება ნიშნავს ბრალის აღიარებას, ჩვენ გამოძიებასთან არავითარი პრეტენზია, პირველივე დღიდან ვართ ჩართული, არ გვქონია, არასოდეს არ დაფიქსირებული. არც ლალოსგან მსგავსი საპრეტენზიო ინფორმაცია არ გაჟღერებულა“, – თქვა ადვოკატმა.
„POST TV“-ის ყოფილი ჟურნალისტი მეუღლესთან ერთად 6 ოქტომბერს დააკავეს.
ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალები უკანონო შეძენა ან/და შენახვა); 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა).
წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…