ნოდარ ჩაჩუა – ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა – პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიცია მისგან კონკრეტული პირების დასახელებას მოითხოვს და მასზე ზეწოლის მიზნით მისი მეუღლე 42 დღეა უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული.

ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, ჩემი მეუღლის ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა – პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მასზე მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მომენტშიც მიმდინარეობდა, ამაში კი მონაწილეობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსანიც იღებდა.
„ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს.
დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა.
ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“.
იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს.
დანარჩენზე – მოგვიანებით“,- წერს ნოდარ ჩაჩუა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"საზმაუს" ყოფილი ჟურნალისტი პოლიციას რეკეტში ამხელს და ციხიდან წერილს აქვეყნებს
ნოდარ ჩაჩუა - ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა - პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
“ჩემი ცოლი ტყვეობაში ჰყავთ” – საზმაუს ექს-ჟურნალისტი პოლიციისგან ზეწოლაზე საუბრობს
საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს
საპროცესო შეთანხმება უფორმდება ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…