საპროცესო შეთანხმება უფორმდება ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება და საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს, იუწყება „პირველები“. მისი მეუღლე ნოდარ ჩაჩუა კი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს.
"პირველების" ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა ფორმდება.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"საზმაუს" ყოფილი ჟურნალისტი პოლიციას რეკეტში ამხელს და ციხიდან წერილს აქვეყნებს
ნოდარ ჩაჩუა - ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა - პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
“ჩემი ცოლი ტყვეობაში ჰყავთ” – საზმაუს ექს-ჟურნალისტი პოლიციისგან ზეწოლაზე საუბრობს
საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს
ნოდარ ჩაჩუა – ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა – პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს, ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…