პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 5 ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დასაბუთებულია, ოპოზიციამ კი სასამართლოში ვერცერთი ბრალდება ვერ უარყო.

შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული
ინტერპრესნიუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში საუბრით „ტყუილად დაიხარჯა“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დასაბუთებულია და თავად პარტიებმაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესზე მხოლოდ „გაღმა შედავების პრინციპით“ მოქმედებდნენ, რაც მათ სამართლებრივ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პარტიების ისტორია და მათივე განცხადებები სარჩელის სასარგებლო მტკიცებულებებია, ქართველ ხალხს კი მათ მიმართ საკუთარი შეფასება გამოტანილი აქვს.

„ერთის მხრივ, ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის რომ, პრეტენზიები, რაც ჩვენ წაყენებული გვაქვს ხუთი პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც, იმ პროცესზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ.

მეორეს მხრივ, ვნახეთ პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთ რაც აკეთეს, რამდენიმე დღე საუბრობდნენ, კი დააკვირდით. გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ გვდებდნენ რაღაცებში ბრალს, ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, ტყუილად დაიხარჯნენ. ერთი ამბავია, რომ ტყუილად დახარჯეს თავისი დროც და სასამართლოს დროც. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებებზე ვერაფერი თქვეს და ვერ უარყვეს ამ ბრალდებებიდან ვერცერთი. ერთადერთი გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ. კი ბატონო, ილაპარაკეს რამდენიმე დღე, მაგრამ ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის რამეს, არც იმ შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება – პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთის მხრივ, ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის რომ, პრეტენზიები, რაც ჩვენ წაყენებული გვაქვს ხუთი პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც, იმ პროცესზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ. მეორეს მხრივ, ვნახეთ პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთ რაც აკეთეს, რამდენიმე დღე საუბრობდნენ, კი დააკვირდით. გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ გვდებდნენ რაღაცებში ბრალს, ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, ტყუილად დაიხარჯნენ. ერთი ამბავია, რომ ტყუილად დახარჯეს თავისი დროც და სასამართლოს დროც. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებებზე ვერაფერი თქვეს და ვერ უარყვეს ამ ბრალდებებიდან ვერცერთი. ერთადერთი გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ. კი ბატონო, ილაპარაკეს რამდენიმე დღე, მაგრამ ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის რამეს, არც იმ შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ხვალ განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები