შალვა პაპუაშვილი – სასამართლოში პარტიები „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ, არალევანტურია, იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარადგინეს წარდგენილი ბრალდებების გასაბათილებლად. მისი თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს ტყუილად ხარჯავს და ნაცვლად იმისა, რომ თავი იმართლოს, მოსარჩელეებს ესხმის თავს.

ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც გვაქვს წარდგენილი, – ამის შესაბ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა.
მისი თქმით, ხუთი პარტიის ტაქტიკა აწყობილი იყო მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რაიმე დაებრალებინათ და გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ.
„სასამართლო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით არ მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შესადავებელი აქვთ, პარლამენტში შემოსულიყვნენ და შეეძლოთ, სარჩელი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით შეეტანათ. ეს სასამართლო „ქართულ ოცნებას“ არ ეხება, მათ ეხება. „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ. ეს არალევანტური იქნება და ფუჭად ხარჯავენ თავის დროსაც და სასამართლოს დროსაც. იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ. საქმეც ისაა, თავის სამართლებელიც არაფერი აქვთ. თავი როგორ უნდა იმართლონ 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ და ამ ძალადობას მხარს უჭერდნენ? თავი როგორ უნდა იმართლონ, 2024 წელს, უცხოელების დავალებით, მანდატების დამხევმა პარტიების წარმომადგენლებმა? რითი უნდა იმართონ თავი, როდესაც აღიარებული აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან მათგან პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და სანქციების დასაწესებლად? ამაზე რომ მუშაობენ, ამით არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ დანაშაულზე, არამედ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზეც კი საუბრობენ. მგონი ცხადი გახდა, არაფერი სათქმელი და თავის სამართლებრივი არგუმენტი არ აქვთ. ამიტომ ცდილობენ, აქეთ თავს დაესხან სასამართლოს, მოსარჩელე მხარეს „ქართულ ოცნებას“. ეს ტაქტიკა ფუჭია, თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით რაღაც სათქმელს დაიგროვებენ და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, რადგან ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო. ნაცვლად იმისა, თავი იმართლონ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავს ესხმიან მოსარჩელეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ
შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული
შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება – პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე: ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: „ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ, თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“
პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიები გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებენ - თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ცდებიან, რადგან ეს ტყუილად დახარჯული დრო იქნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…