პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის წარმომადგენლებმა წარდგენილი ბრალდებები ვერ უარყვეს, მათი განცხადებები კი სარჩელის სასარგებლო მტკიცებულებაა.

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის, რომ ის პრეტენზიები, რომელიც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ.

მეორე მხრივ, ვნახეთ განცხადებები პარტიების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ერთადერთი, რასაც ამდენი დღის განმავლობაში აკეთებდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცებში ბრალს გვდებდნენ. ტყუილად დახარჯეს თავისი და სასამართლოს დროც, იმიტომ, რომ იქ განიხილება მათი საკითხი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის, რომ ის პრეტენზიები, რომელიც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, ვნახეთ განცხადებები პარტიების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ერთადერთი, რასაც ამდენი დღის განმავლობაში აკეთებდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცებში ბრალს გვდებდნენ. ტყუილად დახარჯეს თავისი და სასამართლოს დროც, იმიტომ, რომ იქ განიხილება მათი საკითხი“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ხვალ განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები