პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიებმა, რომელთა აკრძალვასაც საკონსტიტუციო სარჩელი ითვალისწინებს, ბრალდებების გასაბათილებლად ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და „ქართულ ოცნებაზე“ თავდასხმით ცდილობენ ფონის შექმნას.

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს და რომლის პროცესი დღეს განახლდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთში ვიზიტისას, მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ, ამ დროის განმავლობაში, ვერ შეძლო და თავის დასაცავად ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, ამის ნაცვლად კი "ქართულ ოცნებას" ესხმიან თავს.

"საზოგადოება დარწმუნდა, რომ პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებების და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს. მთელი მათი ტაქტიკა იმაზე იყო აგებული, რომ "ქართული ოცნებისთვის" დაებრალებინათ რამე და შედავებოდნენ - გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ.

ეს სასამართლო არ არის "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით. მათ თუ რაიმე აქვთ შესადავებელი, შემოსულიყვნენ პარლამენტში და სარჩელი შეეტანათ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებითაც. ეს სასამართლო არ ეხება "ქართულ ოცნებას", ეს სასამართლო ეხება მათ. ამიტომ, ტყუილად ხარჯავენ დროს და ენერგიას. ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული და იმართლონ თავი.

საქმეც ის არის, რომ სამართლებრივი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ, მხარს უჭერდნენ ამ ძალადობას. როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევების წარმომადგენელმა პარტიებმა, რით უნდა იმართლონ თავი, როდესაც აღიარებული აქვთ, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან, მათგან პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და მუშაობენ სანქციების დასაწესებლად ქვეყნის წინააღმდეგ. ამით არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულზეც კი საუბრობენ.

ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ. ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოს, მოსარჩელე მხარეს - "ქართულ ოცნებას", მაგრამ ეს ტაქტიკა ფუჭია. თუ ჰგონიათ, რომ ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, რადგან ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო. ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ და თავი იმართლონ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წაყენებული აქვთ, თავს ესხმიან მოსარჩელეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული
  4. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს
  5. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება – პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“
  6. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე: ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“
  7. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: „ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ, თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“
  8. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – სასამართლოში პარტიები „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ, არალევანტურია, იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიები გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებენ - თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ცდებიან, რადგან ეს ტყუილად დახარჯული დრო იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები