პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 9 ნოემბრიდან შეკითხვების ეტაპზე გადადის.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება
ინტერპრესნიუსი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი სხდომა 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. განხილვები 9, 10, 11, 12 და 13 ნოემბერს გაიმართება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან დასვამს.

„ყველა კითხვას თავისი მნიშვნელობა ექნება. ყველა კითხვაზე პასუხი როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან სასამართლოსთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ რაც უფრო აღქმადი და რაც უფრო ნაკლებად ხმაურიანი იქნება, იმ მეთოდს მივმართავთ“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ ბოლო სხდომაზე - 30 ოქტომბერს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები