შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება – პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის მიმართ სარჩელი სრულად დასაბუთებულია, ხოლო ოპონენტებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის, რომ ის პრეტენზიები, რომელიც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ.
მეორე მხრივ, ვნახეთ განცხადებები პარტიების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ერთადერთი, რასაც ამდენი დღის განმავლობაში აკეთებდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცებში ბრალს გვდებდნენ. ტყუილად დახარჯეს თავისი და სასამართლოს დროც, იმიტომ, რომ იქ განიხილება მათი საკითხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ
შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული
შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…