ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ეს დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რითაც „ქართული ოცნების“ სარჩელს ამყარებენ. მისი მტკიცებით, ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოსთვის წინასწარ ყალბ საფუძვლებს ამზადებს და პროცესის გაჭიანურებას უსაფუძვლო შუამდგომლობებით ცდილობდა.

შალვა პაპუაშვილი – ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ეს დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია
შალვა პაპუაშვილი – ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, ეს დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანიაპირველი არხი

ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება სარჩელის საფუძვლიანობაში.

„თავად ეს პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა გაახმოვანეს, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. პირიქით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად და თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, გაეჭიანურებინა პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას.

„ვხედავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, აშკარად ცდილობენ, უკვე წინმსწრებით ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. შუამდგომლობების მესამედი პირიქით, ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი რადიკალების შესახებ: „ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავად ეს პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა გაახმოვანეს, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. პირიქით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად და თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში“
„ვხედავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, აშკარად ცდილობენ, უკვე წინმსწრებით ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. შუამდგომლობების მესამედი პირიქით, ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობით, “დემოკრატია გაძლიერდება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები