შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიები გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებენ - თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ცდებიან, რადგან ეს ტყუილად დახარჯული დრო იქნება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტები არ აქვთ და ტყუილად ცდილობენ სტრასბურგისთვის სათქმელის დაგროვებას.

მგონი, მთელი საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებების და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს. ვნახეთ, რომ მთელი მათი ტაქტიკა იყო აწყობილი მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ რამე და შესდავებოდნენ - გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსარჩელე მხარეზე თავდასხმის ტაქტიკა ფუჭია და ოპოზიციური პარტიები როგორც თავის, ისე სასამართლოს დროს ხარჯავენ.
„ეს სასამართლო არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, მათ თუ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე შესადავებელი აქვთ, შემოსულიყვნენ პარლამენტში და შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც. ეს სასამართლო ეხება მათ, ამიტომ ტყუილად ხარჯავენ დროსაც და ენერგიასაც „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით. არარელევანტური იქნება და ფუჭად ხარჯავენ თავის დროსაც და სასამართლოს დროსაც. ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული და იმართლონ თავი. საქმეც ის არის, რომ სამართლებელი არაფერი არ აქვთ- როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ, მხარს უჭერდნენ ამ ძალადობას, როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევი პარტიების წარმომადგენლებმა. რით უნდა იმართლონ თავი, როდესაც მათ აღიარებული აქვთ, რომ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან, პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და სანქციების დასაწესებლად საქართველოს წინააღმდეგ, ამით არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ დანაშაულზე, არამედ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზეც კი საუბრობენ. ამიტომ, მე მგონი, ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებრივი არგუმენტი არ აქვთ, ამიტომ ცდილობენ აქეთ თავს დაესხან სასამართლოს, ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“. მაგრამ ეს ტაქტიკა ფუჭია, თუ ჰგონიათ, რომ ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება - პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ
შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული
შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება – პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი, მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ“
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე: ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: „ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ, თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“
პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – სასამართლოში პარტიები „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ, არალევანტურია, იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…