უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, რასაც დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ადასტურებს.

უკრაინის დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც 10 და 11 ნოემბერს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების პარალელურად, აბუ-დაბიში ევროპული ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის წარმომადგენლები, ასევე ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები იქნებიან.
უმეროვის თქმით, უკრაინის დელეგაცია ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრებსაც გამართავს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ძირითად პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნება, პოზიციების შეთანხმება და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების საერთო ხედვის უზრუნველყოფა. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაზღვრა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპა დიპლომატიური პროცესის მონაწილე იყოს“, - განაცხადა უმეროვმა.
მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შეთავაზებისა და მხარდაჭერისთვის, ასევე დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, შეხვედრების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან „ძალიან ახლოს არიან“, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ძირითად პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნება, პოზიციების შეთანხმება და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების საერთო ხედვის უზრუნველყოფა. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაზღვრა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპა დიპლომატიური პროცესის მონაწილე იყოს“
„ძალიან ახლოს არიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…