უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი
უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა, სადაც ევროპელ პარტნიორებთანაც გაიმართება შეხვედრები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი აცხადებს.

უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელზე, რუსტემ უმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსტემ უმეროვის განცხადებით, 10-11 ნოემბერს დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მიიღებენ.
ამასთან, უმეროვის თქმით, აბუ-დაბიში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის, ასევე ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებიც იქნებიან.
„ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრები გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ძირითად პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნება, პოზიციების შეჯერება და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების შესახებ საერთო გაგების ჩამოყალიბება“, - აცხადებს უმეროვი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აბუ-დაბიში უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე იქნება წარმოდგენილი. ასევე, აბუ-დაბიში იქნებიან ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელი, ჯეფრი ვან ლიუვენი და ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი, ბიორნ ზაიბერტი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაუკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი
რუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება
აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები დაიწყო
უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინ ევროპელ პარტნიორებს შეხვდა
შეხვედრა აბუ-დაბიში – უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
აბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო
რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო - აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…