რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო - აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება
აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მხარეები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.
შეხვედრები ორი დღის განმავლობაში, 10 და 11 ნოემბერს გაგრძელდება. უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის მომლაპარაკებლებს ვლადიმირ მედინსკი წარადგენს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
მხარეები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასევე ჩავიდნენ ევროპის ქვეყნების და ნატოს წარმომადგენლები, თუმცა ისინი სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მხარეთა მხრიდან გაკეთდა განცხადებები. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი ამერიკელ პარტნიორებს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობას ვუხდით ამერიკელ პარტნიორებს სამშვიდობო პროცესში შეტანილი ძალისხმევისთვის. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომელშიც ჩვენი დელეგაციის უფრო მეტი და კვალიფიციური წარმომადგენელია წარმოდგენილი, მშვიდობისკენ წინსვლის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა მედინსკიმ.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განცხადება საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა.
"შევაჯერებთ პოზიციებს და მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის სამოქმედო ნაბიჯებს შევათანხმებთ", - წერს რუსტემ უმეროვი.
ლუკა ჩლაიძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაუკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი
უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი
რუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება
აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები დაიწყო
უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინ ევროპელ პარტნიორებს შეხვდა
შეხვედრა აბუ-დაბიში – უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
აბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო
ციტატები სტატიიდან
„დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობას ვუხდით ამერიკელ პარტნიორებს სამშვიდობო პროცესში შეტანილი ძალისხმევისთვის. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომელშიც ჩვენი დელეგაციის უფრო მეტი და კვალიფიციური წარმომადგენელია წარმოდგენილი, მშვიდობისკენ წინსვლის საშუალებას მოგვცემს“
„შევაჯერებთ პოზიციებს და მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის სამოქმედო ნაბიჯებს შევათანხმებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…