პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება

რუსული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრესის გარეშე გაიმართება.

რუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება
ალია

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, – ინფორმაციას რუსული მედია მოლაპარაკებებისთვის მზადების პროცესის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრესას არ დაუშვებენ“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. მედინსკისთან ერთად რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი.

უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.

რაც შეეხება აშშ-ის დელეგაციას, აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიუკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი
  2. ფორმულაოპოზიციურიუკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები