პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

ნატო

აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც რუსტემ უმეროვის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის მოახლოება განიხილება.

აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
რადიო თავისუფლება

სამმხრივი მოლაპარაკებების ეს რაუნდი, რომელიც 11 ნოემბერსაც უნდა გაგრძელდეს, პირველია 2026 წლის თებერვლის შემდეგ.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

„გადავედით მოლაპარაკებების სამხრივ ფორმატზე უკრაინა-აშშ-რუსეთი. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის მოახლოების ძირითადი საკითხები", - დაწერა სოციალურ ქსელებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა.

მანამდე უკრაინის დელეგაცია და აშშ-ის წარმომადგენლები აბუ-დაბიში შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოს და ევროკომისიის წარმომადგენლებს.

აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების განახლების წინ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკება მიეძღვნება უსაფრთხოების გარანტიებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ნოემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად არსებობს მეტი მზადყოფნა და „ძლიერი დახრა“.

აბუ-დაბიში მოლაპარაკების განახლების წინ დასავლეთის სხვადასხვა მედიასაშუალებამ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს, რადგან მხარეები მეტ მოქნილობას იჩენენ და რუსეთისგან არის ომის დასრულების სურვილის ნიშნებიც.

რამდენიმე თვეში ხუთი წელი შესრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი, დამანგრეველი და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ომის დაწყებიდან.

რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიუკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი
  2. ფორმულაოპოზიციურიუკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი
  4. ალიაოპოზიციურირუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება
  5. ფორმულაოპოზიციურიაბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები დაიწყო
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინ ევროპელ პარტნიორებს შეხვდა
  7. ალიაოპოზიციურიშეხვედრა აბუ-დაბიში – უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გადავედით მოლაპარაკებების სამხრივ ფორმატზე უკრაინა-აშშ-რუსეთი. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის მოახლოების ძირითადი საკითხები“
რუსტემ უმეროვი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები