აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები დაიწყო
აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ პარტნიორებთან შეხვედრები დაიწყო, რის შემდეგაც უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, აცხადებს რუსტემ უმეროვი.

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციამ მუშაობა დაიწყო.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა იმართება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. მათ ასევე შეუერთდებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
"შევაჯერებთ პოზიციებს და მომდევნო ეტაპის მოლაპარაკებებისთვის ნაბიჯებს შევათანხმებთ.
შემდეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით", - წერს უმეროვი.
უმეროვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტებია: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომის შემდგომი უსაფრთხოების მყარი გარანტიები, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და განვითარება, ასევე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაუკრაინის დელეგაცია რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა - რუსტემ უმეროვის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრებია დაგეგმილი
უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი
რუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება
უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინ ევროპელ პარტნიორებს შეხვდა
შეხვედრა აბუ-დაბიში – უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
ციტატები სტატიიდან
„შევაჯერებთ პოზიციებს და მომდევნო ეტაპის მოლაპარაკებებისთვის ნაბიჯებს შევათანხმებთ. შემდეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…