„გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს“ - ევროკომისია „თვითნებურად დაკავებულებზე“ „ქრონიკის“ კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს
ევროკომისიამ „ქრონიკის“ კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულად“ და რა საფუძვლით ითხოვს მათ გათავისუფლებას, განაცხადა, რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლია და მედიას გაფართოების ანგარიშის ტექსტის გაცნობა ურჩია.

„ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვას ევროკომისია კონკრეტულ პასუხს არ სცემს. კითხვაზე, კონკრეტულად ვის მიიჩნევს ევროკომისია საქართველოში „თვითნებურად დაკავებულად“ და რა საფუძვლით ითხოვს მათ გათავისუფლებას, „ქრონიკას“ მისწერეს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ.
„გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია", - ნათქვამია „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხში.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დაკავებულთა დანაშაულების შესახებ ევროპაშიც კარგად იციან. მათი შეფასებით, საქართველოში ძალადობრივ ქმედებებს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ცალკეული დიპლომატები ახალისებდნენ.
ცნობისთვის, სწორედ ამ ტერმინით მოიხსენია ევროკომისიამ გაფართოების 2026 ანგარიშში ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ადამიანები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…