პაველ ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება. კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციას წარდგენილი აქვს შესაბამისი სიები
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, გაფართოების ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლებაა, თუმცა კონკრეტულ დეტალებში თავად ვერ შევა.

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა.
კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არსებული კონკრეტული ჩანაწერი, „გაათავისუფლეთ ყველა თვითნებურად დაკავებული პირი“.
ჰერჩინსკის თქმით, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში ვერ შევა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება. კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციას წარდგენილი აქვს შესაბამისი სიები“, - აღნიშნა მან.
ჰერჩინსკის თქმითვე, ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს ან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას არც საქართველოში და არ რომელიმე სხვა ქვეყანაში.
„ჩემი მოწოდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ იქნება არ მიიღონ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, - დასძინა ევროკავშირის ელჩმა.
„ქრონიკა“ შეეცადა საკითხის დაზუსტებას, რაზეც ჰერჩინსკიმ განაცხადა - „მოდით, სხვებსაც მივცეთ კითხვების დასმის შესაძლებლობა“.
დეტალები მაკუნა აბულაძის ჩართვაში.
ციტატები სტატიიდან
„გაათავისუფლეთ ყველა თვითნებურად დაკავებული პირი“
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება. კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციას წარდგენილი აქვს შესაბამისი სიები“
„ჩემი მოწოდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ იქნება არ მიიღონ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“
„მოდით, სხვებსაც მივცეთ კითხვების დასმის შესაძლებლობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…