პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს - გამოიძიოს ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებები

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში რეპრესიული კანონების მიღებით ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა. კომისია მოუწოდებს ქვეყანას, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები, გააუქმოს შემზღუდავი კანონები და გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებები.

ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს - გამოიძიოს ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებები
ინტერპრესნიუსი

საქართველოში სულ უფრო მეტად რეპრესიული კანონების მიღებით ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა , - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „2026 წლის გაფართოების პაკეტშია“ ნათქვამი.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, საქართველოში ფუნდამენტური უფლებები ირღვევა, კერძოდ, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

„2025 წლის ოქტომბერსა და 2026 წლის მარტში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად გააფართოვა. ვენეციის კომისიამ თავის დასკვნებში აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები, იქამდე მიღებულ შემზღუდავ ზომებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასავალდებულო შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, ეს ეხება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია აცხადებს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება.

„საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ზღუდავს. სრულყოფილად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებები და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2025 წლის ოქტომბერსა და 2026 წლის მარტში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად გააფართოვა. ვენეციის კომისიამ თავის დასკვნებში აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები, იქამდე მიღებულ შემზღუდავ ზომებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასავალდებულო შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, ეს ეხება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“
„საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ზღუდავს. სრულყოფილად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებები და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია - დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები