პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი: „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად“

ეკონომიკის სამინისტრო

შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს 37 კომპანია მონაწილეობს, სადაც პირველად გაიმართა საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ეს პროცესი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ასახავს.

ირაკლი ნადარეიშვილი: „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად“
POSTV

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, გამოფენაზე 37 ქართული კომპანია წელს სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელებისა და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წელს მეცხრედ ტარდება ქალაქ შანხაიში ჩინეთის ყველაზე მასშტაბური იმპორტის გამოფენა, სადაც ორგანიზატორები ნახევარ მილიონზე მეტ დამთვალიერებელსა და მყიდველს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართა საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება, რომლის ოფიციალურ გახსნაშიც ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ღონისძიება გახსნა შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილემ იანგ ტუნგშენგმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერებისთვის.

„საქართველო ჩინეთს სთავაზობს ღია ეკონომიკას, კონკურენტუნარიან საგადასახადო სისტემას, ეფექტიან სახელმწიფო სერვისებსა და მთავრობას, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციებსა და ინვესტიციებს ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალებად განიხილავს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში საიმედო და ერთგული პარტნიორი“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო-ჩინეთის B2B ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება პირველად გაიმართა
  2. რუსთავი 2სამთავრობო36 ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება ინდივიდუალური შეხვედრები განახორციელონ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან და თავიანთი პროდუქცია გააცნონ - თორნიკე სულაბერიძე
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები