პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ხვალ დილის ათ საათზე გელოდებით ვეკუას სკოლასთან!”– რა ემუქრება სკოლას?

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვეკუას სკოლის წარმომადგენელ ნონა ცაბაძის განცხადებით, ავარიული შენობიდან სკოლის მოსწავლეებს სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში უშვებენ, რის გამოც ის მხარდამჭერებს სკოლასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“ხვალ დილის ათ საათზე გელოდებით ვეკუას სკოლასთან!”– რა ემუქრება სკოლას?
ალია

ვეკუას სკოლის წარმომადგენელი, ნონა ცაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ამ ქვეყანაში ყველაფერმა ფასი დაკარგა! განათლებული თაობა რომ არავის უნდა ესეც დღესავით ნათელია. თბილისში ორი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გვაქვს ი. ვეკუას სკოლა / Vekua’s School სკოლა და კომაროვი. ამ სკოლებში ნიჭის ზეიმია, ოლიმპიადებს ოლიმპიადებზე იგებენ ბავშვები და ამ დროს რა ხდება?! ვეკუას სკოლას უშვებენ შენობიდან.

სკოლა რომ ავარიულია, ამაზე არავინ დაობს, წლებია ვიცით. თუმცა ვერა და ვერ მოიძებნა ალტერნატიული ფართი, სადაც სკოლა სრულფასოვნად გააგრძელებდა ფუნქციონირებას. ახლა გაჩნდა უცებ სამხარაულის დასკვნა და სკოლა უმოკლეს ვადებში უნდა დავტოვოთ! და სად გვიშვებენ? მეორე ცვლაში, რომელიღაც სკოლაში!

ბატონო განათლების მინისტრო, ხვდებით ეს რამხელა დანაშაულია ამ ბავშვების წინაშე?!

ჯერ კიდევ გუშინ, დაიმედებული წამოვედი სკოლიდან რომ პროცესი მიმდინარეობს და ალტერნატიულ ფართს ეძებენ. დღეს კი უეცრად ვიგებთ რომ გადაწყვერილება მიღებულია და ერთ -ერთ საჯარო სკოლაში გვიშვებენ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ასე მარტივად არ გამოვა ეს ამბავი!!!

ვისაც ამ სკოლაზე გული შეგტკივათ, ვინც აქ სწავლობთ, ან გისწავლიათ, ხვალ დილის ათ საათზე გელოდებით ვეკუას სკოლასთან!!!!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“თქვე მავნებლებო!” – 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია დაანონსდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები