პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს

განათლების სამინისტროტვ პირველი

თბილისის ვეკუას სახელობის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ავარიული შენობის გამო, სავარაუდოდ, ჩერდება. მოსწავლეები და მშობლები სწავლის N51 სკოლის მეორე ცვლაში გაგრძელებას აპროტესტებენ და განათლების სამინისტროსთან შეხვედრას ითხოვენ.

თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს
ნეტგაზეთი

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი აქაც ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

მოსწავლეების და მშობლების ცნობით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ სწავლას N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ, რაც მათ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მშობლების ნაწილი ითხოვს სამინისტროსთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას.

განათლების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ სკოლას ესაჭიროებოდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს განხილვა, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.

“ტვ პირველის” რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ მოსწავლეებმა სამინისტროს შეხვედრებზე შესთავაზეს რამდენიმე შენობა ალტერნატიული ფართის სახით, სადაც პირველ ცვლაში შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას მაგრამ საბოლოოდ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა
  2. ფორმულაოპოზიციურიავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამინისტროს “უცნაური” პასუხი ვეკუას სკოლასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები