2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მათი თანასოფლელი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის იარაღი ამოღებულია, ხოლო გამოძიება 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილების თანასოფლელი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ძმებს თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა – მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.
შს სამინისტროს განცხადების თანახმად, „საგარეჯოში კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე კაცი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაგარეჯოში 2 ძმა მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა
“ორი ძმა ადგილზე მოკლა, მესამე – გაიქცა”– სისხლიანი გარჩევა კახეთში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს - მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში არსებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდება
ქორწილში მიმავალ ძმებს ცეცხლი სანადირო თოფით გაუხსნა - "პირველებმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია (მკვლელობის ახალი დეტალები)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…