პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეჯოში 2 ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მესამემ კი გადარჩენა შეძლო. მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი, რომელმაც ძმებს ცეცხლი წარსული კონფლიქტის ნიადაგზე გაუხსნა, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

საგარეჯოში 2 ძმა მოკლეს
TV პირველი

სისხლიანი ანგარიშსორება კახეთში - რამდენიმე საათის წინ ორი ძმა მოკლეს. შემთხვევა გამოცემა mak.ge-ს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა.

ირკვევა, რომ ძმებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ მესამე ძმამ გადარჩენა შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით, მედია წერს, რომ მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.

ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.

სავარაუდო თავდამსხმელი ოთხი შვილის მამაა"- დაწერა mak.ge-მ.

გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი გაქცევას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ კი, ადგილობრივი გამოცემის ცნობით, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა
  3. ალიაოპოზიციური“ორი ძმა ადგილზე მოკლა, მესამე – გაიქცა”– სისხლიანი გარჩევა კახეთში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ორი ძმა ადგილზე მოკლა, მესამე – გაიქცა”– სისხლიანი გარჩევა კახეთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები