ქორწილში მიმავალ ძმებს ცეცხლი სანადირო თოფით გაუხსნა - "პირველებმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია (მკვლელობის ახალი დეტალები)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ქორწილში მიმავალ ძმებს სანადირო თოფით ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ძმა ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მომხდარზე 54 წლის ბალშინ კაიბოვი დააკავა, რომელმაც „ტვ პირველის“ ცნობით, ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სოფელ ლამბალოში მოკლულ ძმებს გლოვობენ - "პირველებმა" კახეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები გაარკვია.
როგორც ლამბალოში "ტვ პირველს" უყვებიან გუშინ სამი ძმა მეზობელთან ერთად ქორწილში მიდიოდა, რა დროსაც მათ წინ მანქანა გაჩერდა და შიგნით მჯდომმა პირმა ცეცხლი გაუხსნათ.
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ძმა - 65 და 67 წლის კაცები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მესამე ძმამ - ელმან უსუფოვმა და მეზობელმა გაქცევა მოახერხეს.
როგორც უსუფოვი, რომელსაც ძმები თვალწინ მოუკლეს, "პირველებს" უყვება, რომ თავდამსხმელი სანადირო თოფით უმისამართოდ ისროდა, შემდეგ კი მიმალვა სცადა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა.
ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
"პირველების" ინფრომაციით, დაკავებული 54 წლის ბალშინ კაიბოვია - ჩვენივე ცნობით, მან სრულად ითანამშრომლა პოლიციასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
რაც შეეხება სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივს- ერთი-ერთი ვერსიით, ის წარსულში მომხდარ ამბავს უკავშრდება., რომლის თანახმადა დაკავებულის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.
სოფელში ამის შესახებ კამერების წინ არ საუბრობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბალშინ კაიბოვს მესამე ძმის მოკვლაც სურდა.
ჩემი მამიდაშვილის ბიჭია, არ ვიცი რატომ მოკლა, მტრები არ იყვნენ, არ ვიცი რა მოდა. სროლა რომ დაიწყო ერთი ძმა გაიქცა, თორემ ამ ძმის მოკვლაც უნდოდა, ქორწილი იყო ზევით და იქ მიდიოდნენ", - ამბობს ადგილობრივი.
ლამბალოში გვიან ღამით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - პოლიციამ გამოკითხა მეზობლები და მოკლული ძმების ნათესავებიც.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გუშინ, 5 ნოემბერს მოხდა. შსს-მ ერთი პირს ხელბორკილები მალევე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობისთვის დაადო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაგარეჯოში 2 ძმა მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა
“ორი ძმა ადგილზე მოკლა, მესამე – გაიქცა”– სისხლიანი გარჩევა კახეთში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს - მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში არსებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდება
2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…