პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთმა გაქცევა შეძლო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა
ინტერპრესნიუსი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.

ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დრო მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებებით ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია,თუმცა ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაგარეჯოში 2 ძმა მოკლეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს
  3. ალიაოპოზიციური“ორი ძმა ადგილზე მოკლა, მესამე – გაიქცა”– სისხლიანი გარჩევა კახეთში
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები