პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვება

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ორი ძმის მკვლელობას გადარჩენილი მესამე ძმა, ელმან უსუფოვი აცხადებს, რომ მათ მოულოდნელად მანქანიდან დამიზნებით გაუხსნეს ცეცხლი. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვება
ინტერპრესნიუსი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” მომხდარი, სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ გაიხსენა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა.

ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის ორ ძმასთან და კლასელთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა გაჩერდა და მათი მისამართით სროლა დაიწყო. უსუფოვი იხსენებს, რომ სროლის დროს თავად მანქანას მოეფარა, მის ძმებს კი რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს და ადგილზე მოკლეს”.

“4 ვიყავით -სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა”, - განაცხადა ელმან უსუფოვმა.

მას მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ზუსტი პასუხი არ აქვს. განიხილება ერთადერთი ვერსია,რომელიც რამდენიმე წლის წინ წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.

მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ -უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„4 ვიყავით -სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა“
ელმან უსუფოვი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები