ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მომხდარი ორმაგი მკვლელობისას გადარჩენილი ელმან უსუფოვი ყვება, რომ მათ ცეცხლი მოულოდნელად ავტომობილიდან გაუხსნეს და ორი ძმა ადგილზე დაიღუპა.

ორმაგი მკვლელობა საგარეჯოში - სოფელ ლამბალოში სროლის შემდეგ გადარჩენილი მესამე ძმა გუშინ მომხდარის დეტალებს იხსენებს.
ელმან უსუფოვის თქმით, მათ ავტომობილიდან გუხსნეს ცეცხლი.
“ოთხნი ვიყავით - სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა" - თქვა გადარჩენილმა კაცმა IPN.GE -სთან.
უსუფოვი ამბობს, რომ არ იცის მკვლელობის მიზეზი. ipn-ის ცნობით, განიხილება ერთადერთი ვერსია, რომელიც რამდენიმე წლის წინ წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება - მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…