პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს - მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში არსებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდება

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი ძმა დაიღუპა, ერთმა კი თავის გადარჩენა შეძლო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ; მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, სავარაუდო დამნაშავე კი, არაოფიციალური ცნობით, ცხელ კვალზე დააკავეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს - მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში არსებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდება
რუსთავი 2

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს.

ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მესამე ძმამ კი თავის გადარჩენა შეძლო. ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.

შემთხვევა მოკლულების სახლის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელმა ავტომანქანიდან რამდენჯერმე ესროლა.

მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში დაწყებული კონფლიქტი და შურისძიება სახელდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურისაგარეჯოში 2 ძმა მოკლეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა
  4. ალიაოპოზიციური“ორი ძმა ადგილზე მოკლა, მესამე – გაიქცა”– სისხლიანი გარჩევა კახეთში
  5. ბათუმელებიოპოზიციური2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი
  6. TV პირველიოპოზიციურიქორწილში მიმავალ ძმებს ცეცხლი სანადირო თოფით გაუხსნა - "პირველებმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია (მკვლელობის ახალი დეტალები)
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები