საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ქორწილში მიმავალ სამ ძმას თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი გადარჩა. გავრცელებული ცნობით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, თუმცა შსს ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გადარჩენა შეძლო.
ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დრო მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებებით ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია,თუმცა ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…