იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
კონფერენს ლიგის მესამე ტურში „იბერია 1999“ სტუმრად „კოპენჰაგენთან“ 1:2 დამარცხდა. მატჩის მსვლელობისას მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ ქართული გუნდის მიერ გატანილი გოლი გააუქმა, რამაც შეხვედრის შედეგზე გავლენა მოახდინა.

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში „იბერია 1999“ გასვლაზე „კოპენჰაგენთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა სადღაც მეათე წუთისთვის მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, მეკარე მაკარიძესთან ერთი ერთზე გასული დადასონი წაიქცა, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ელიუნუსიმ გამოიყენა. ცოტა ხანში კარისომ სელიმოვიჩისგან რიკოშეტით ანგარიში გაზარდა. მერე ნაჭყებიასთან ბრძოლაში მეკარე რამაიმ შეცდომა დაუშვა და ძაგანიამ სხვაობა შეამცირა.

53-ე წუთზე ნაჭყებიას ჩაწოდებული ბურთი რამაიმ ხელში ვერ შეიმაგრა, ტიბუემ გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა ქართული გუნდის ფეხბურთელის მხრიდან წესების დარღვევა დააფიქსირა. არადა, არ ჰგავდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორღალიძის გუნდმა მარცხი განიცადა.
„იბერია 1999“ 1 ქულით 29-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 26 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.
კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - იბერია 1999 2:1
გოლები: 1:0 ელიუნუსი (19, პენ), 2:0 სელიმოვიჩი (22, საკ. კარში), 2:1 ძაგანია (30)
იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ჩიხრაძე 89), ტიბუე (ალჰასანი 80), სიხარულაშვილი (ენდე 74), ნაჭყებია (კაფე 89), ძაგანია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…