ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „მიალბისთან“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. თბილისელთაგან 55-ე წუთზე პენალტი ჯინჯოლავამ გაიტანა, თუმცა 89-ე წუთზე პეტერსონმა წონასწორობა აღადგინა.

კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „მიალბისთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 1:1.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, უფრო სახიფათო მომენტები სტუმრებმა შექმნეს, თუმცა გოლი ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ საჯარიმოში შეჭრილი სიხარულაშვილი გრანატმა წააქცია და მასპინძლები პენალტით ჯინჯოლავამ დააწინაურა. მეტოქემ სახიფათო შეტევებით გვიპასუხა, გუსტაფსონის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, სამუელსონს მაკარიძემ არ გაატანინა, პეტერსონმა კი ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„იბერია 1999“-მა ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, გასვლაზე „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - მიალბი 1:1

გოლები: 1:0 ჯინჯოლავა (55, პენ), 1:1 პეტერსონი (89)

იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ბართიშვილი 80), სიხარულაშვილი, კაფე (ტიბუე 61), ნაჭყებია (კუცია 72), ძაგანია (ალჰასანი 80)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები