VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ეროვნული ლიგის მატჩში „იბერია 1999“-მა „გაგრა“ 1:0 დაამარცხა და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად 59 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე ძაგანიამ გაიტანა.
"იბერიამ" დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში დაამარცხა "გაგრა" და მეორე ადგილზე დაბრუნდა, ოღონდ, ახლა უკვე თანალიდერია ბათუმის "დინამოსთან" ერთად 59 ქულით.
მოქმედ ჩემპიონს ძალიან გაუჭირდა. "გაგრა" ბოლო თამაშებში გამოცოცხლდა, ლიდერებსაც ტოლ-სწორად ეთამაშება და სულაც არ იქნებოდა სენსაცია, ამ მატჩში ქულა რომ აეღო.
მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა ძაგანიამ, რომელმაც 84-ე წუთზე გოლად აქცია ენდეს გასწვრივი პასი. სანაკრებო პაუზის დროს, 15 ნოემბერს, "იბერია" 35-ე ტურის გადმოტანილ მატჩს გამართავს "სპაერთან".
იბერია 1999-გაგრა 1:0
1:0 ძაგანია (84, ენდეს პასით)
იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, ჩანჩარი, ჯინჯოლავა, დადიანი (ალჰასანი 88), სიხარულაშვილი (კუცია 78), ქარდავა, კაფე (ენდე 46), ძაგანია (ჩიხრაძე 88), ბერიძე (ტიბუე 46)
გაგრა: ვორობეი, სადღობელაშვილი (არსიჩი 70), ნაზაროვი, პორფირიო, კლაუდინეი, ცინცაძე, ბლიზნიჩენკო (ზოიძე 63), ფეიქრიშვილი (სკრიპნიკი 46), ვანდერსონი (კეკელიძე 78), ბორჟესი, გოშთელიანი (ანდრეიჩუკი 70)
არბიტრი: ბაქარ ბრეგვაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…