პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა, რის ფარგლებშიც 800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის გენშტაბის მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ პირობები დაიცვა, რუსეთმა კი ჰუმანიტარული პაუზა პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა
ფორმულა

უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ შეთანხმების პირობები დაიცვა, თუმცა მათი თქმით, რუსეთმა ჰუმანიტარული პაუზა საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.

ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება შესაძლებელი გახდა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით.

მელანია ტრამპის თქმით, მისია წარმატებული აღმოჩნდა, რადგან რეგიონს მიეწოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება და განხორციელდა 800-მდე ადამიანის ევაკუაცია.

"ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით...

იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის", - აღნიშნა აშშ-ის პირველმა ლედიმ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რომის პაპმაც მოუწოდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:59 საათზე დასრულდა.

უკრაინის სახალხო დამცველმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

ქალაქი ოლეშკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფრონტის ხაზთან მდებარეობს.

ქალაქში საკვების მიწოდება ვერ ხერხდებოდა, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. NEWS.GE„დაე, ოლეშკი გახდეს ხანგრძლივი მშვიდობის საწყისი“
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმელანია ტრამპი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - ვიმედოვნებ, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის
  3. იმედინიუსისამთავრობომელანია ტრამპი: ამერიკის სახელით, მადლიერებას გამოვხატავ რუსეთისა და უკრაინის მიმართ მათი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე - ვიმედოვნებ, რომ ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით... იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოლეშკიდან ევაკუირებულების თვითმფრინავები ბელორუსშია - მოსახლეობა უკრაინაში დაბრუნებას ელოდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები