პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მელანია ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები

მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღო, რათა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში განხორციელებული ჰუმანიტარული მისია შეეჯამებინათ. აშშ-ის პირველმა ლედიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი მხარეებს უფრო ფართო სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგებს.

მელანია ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები
რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცოლმა, მელანია ტრამპმა 5 ნოემბერს თეთრ სახლში მიიღო უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები, იმ მიზნით, რომ შეჯამებულიყო ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია. უკრაინის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავიდ არახამია და უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი, რუსეთის მხრიდან - პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და ადამიანის უფლებების საკითხებში რწმუნებული, იანა ლანტრატოვა.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, მან ოლეშკიში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ შეიტყო სექტემბერში და იკისრა შუამავლის ფუნქცია მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. მელანია ტრამპის თქმით, იგი პირადად მონაწილეობდა დაგეგმვის ყველა ეტაპში, ქალაქისკენ მიმავალი გზების განაღმვის შესახებ დისკუსიებში, ევაკუაციის, სამედიცინო დახმარების, ოპერაციების თარიღების თაობაზე განხილვებში. მან გაააქტიურა კავშირები, რომლებიც შემუშავებული იყო წინა მისიების დროს, ბავშვების თავიანთ ოჯახებში გასაერთიანებლად უკრაინასა და რუსეთში.

"იმედი მაქვს ის, რაც ოლეშკიში გავაკეთეთ, მხარეებს უბიძგებს უფრო ფართო სამშვიდობო პროცესისკენ" - თქვა მელანია ტრამპმა.

უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა აშშ-ის პირველ ლედის და ზოგადად ამერიკის მხარეს მადლობა გადაუხადეს შუამავლობისთვის. დავიდ არახამიამ პირველ ლედის გადასცა მოციქულთასწორი ოლღას I ხარისხის ორდენი, რომლითაც იგი დააჯილდოვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კირილ დმიტრიევმა პირველ ლედის ჩაუტანა ოლეშკიდან რუსეთში ევაკუირებული გოგონას ნახატი.

პირველმა ლედიმ სტუმრებს აჩვენა თეთრი სახლის რამდენიმე რელიკვია, მათ შორის აფთიაქის ყუთი, რომელიც შენობიდან გაიტანეს მაშინ, როცა მას 1812 წელს ბრიტანეთის არმიამ ცეცხლი წაუკიდა. მელანია ტრამპის თქმით, ეს ყუთი მან მშვიდობის სიმბოლოდ აირჩია - აშშ და დიდი ბრიტანეთი ოდესღაც მტრები იყვნენ, ხოლო ახლა მოკავშირეები არიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს უმასპინძლა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმელანია ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა
  3. იმედინიუსისამთავრობომელანია ტრამპი: ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა პუტინისა და ზელენსკის გარეშე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმედი მაქვს ის, რაც ოლეშკიში გავაკეთეთ, მხარეებს უბიძგებს უფრო ფართო სამშვიდობო პროცესისკენ“
მელანია ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი და მისი მეუღლე პუტინის წარმომადგენელს შეხვდნენ – აშშ „დიდ შეთანხმებას“ ანონსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები