პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მელანია ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს პირადი წერილები გაუგზავნა და თეთრ სახლში შეკრებილ უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს მათი ლიდერებისთვის გადაცემა სთხოვა.

მელანია ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა
ინტერპრესნიუსი

მელანია ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიღების დროს განაცხადა.

“დღეს პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის მივწერე, პირადი წერილებით მივმართე. მსურს, რომ თქვენ გადასცეთ ეს წერილები თქვენს ლიდერებს, ეს ჩემს პირად თხოვნად ჩათვალეთ ”, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

შეხვედრას უკრაინის მხრიდან ესწრებოდნენ “ხალხის მსახური” ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია და ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. რუსეთის მხრიდან - პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა.

მელანია ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი) ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია წინაპირობა გახდება უფრო ფართო მშვიდობისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს უმასპინძლა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის მივწერე, პირადი წერილებით მივმართე. მსურს, რომ თქვენ გადასცეთ ეს წერილები თქვენს ლიდერებს, ეს ჩემს პირად თხოვნად ჩათვალეთ“
მელანია ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები