პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: შეერთებული შტატებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე ჯერჯერობით სასიხარულო სიახლე არ გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე ჯერ სასიხარულო სიახლე არ არის და პროცესი კვლავ ფერხდება.

ზელენსკი: შეერთებული შტატებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე ჯერჯერობით სასიხარულო სიახლე არ გვაქვს
იმედინიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს ჯერ არ უთქვამს, რომ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებას დაუჩქარებს - ქვეყანა კვლავ შეფერხებებს აწყდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს განაგრძობს.

„სამწუხაროდ, მიწოდების დაჩქარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისგან ჯერჯერობით სასიხარულო სიახლე არ გვაქვს. მიწოდებები კვლავ ფერხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტის გამო უკრაინა რუსულ რაკეტებსა და დრონებს სათანადოდ ვერ იგერიებს. 26 ოქტომბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი კვლავ ელოდებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის გადაწყვეტილებას Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდების დამტკიცებაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Financial Times: პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს - ჰეგსეტს 60-მდე რაკეტის გაგზავნაზე თანხმობა ჯერ არ გაუციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები