პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

8000-წლიანი ღვინის ისტორია, უძველესი ტრადიციები და ქართული კულტურა - ქვეყანა სავიზიტო ბარათს შანხაის აცნობს

შანხაიში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო საკუთარ პროდუქციას წარადგენს, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ტინგ სიუესიანგს სავაჭრო კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის განვითარებაზე ესაუბრა.

მსოფლიო სავაჭრო რუკაზე საქართველო პოზიციებს უფრო იმყარებს. 8000 წლიანი ღვინის ისტორია, უძველესი ტრადიციები და ქართული კულტურა- ქვეყანა სავიზიტო ბარათს შანხაის აცნობს. ღვინოსთან ერთად, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ტყავი და ტანსაცმელი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზეა წარმოდგენილი. ღონისძიების სტუმრები საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურასაც ეზიარებიან.

შანხაიშია ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო და პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.

საქართველო რომ ჩინეთისთვის საინტერესოა ამას სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც მოწმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებაა. მომავალი წლიდან შანხაი-თბილისის მარშრუტზე ფრენების სიხშირე გაიზრდება.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისება- შანხაიში გამართული მაღალი დონის შეხვედრის მთავარი საკითხები იყო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სიუესიანგთან, სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე, შუა დერეფნის განვითარებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა, რომელმაც წელს 162 ქვეყანა გააერთიანა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოშანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - მარიამ ქვრივიშვილმა პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა
  2. იმედინიუსისამთავრობოშანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, არის სპეციალური ღონისძიება, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ
  5. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
  6. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები