პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 37 ქართული კომპანია მონაწილეობს, რაც მიზნად ისახავს ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
რუსთავი 2

"ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.

"ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე. წ. სავაჭრო მისიაში.

"სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნეს-კავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოშანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - მარიამ ქვრივიშვილმა პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა
  2. იმედინიუსისამთავრობოშანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალო, პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, არის სპეციალური ღონისძიება, სადაც ქართველ ექსპორტიორებს და ჩინელ იმპორტიორებს საშუალება ექნებათ პირდაპირი, საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ
  5. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“
  6. რუსთავი 2სამთავრობო8000-წლიანი ღვინის ისტორია, უძველესი ტრადიციები და ქართული კულტურა - ქვეყანა სავიზიტო ბარათს შანხაის აცნობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“
მარიამ ქვრივიშვილი
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“
მარიამ ქვრივიშვილი
„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნეს-კავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები